<a href="https://taimienphi.vn" title="download"><img src="https://taimienphi.vn/Images/bn/reviewed/tmp2.png" title="awarded 5 Stars at Taimienphi" alt="download" /></a>

©2019 by Playcus

                                                         კონფიდენციალობის პოლიტიკა

Playcus-ის და მისი აფილირებული პირები-ს („Playcus“ ან „ჩვენ“) მიზანია დავიცვათ  ჩვენი ონლაინ იუზერების კონფიდენციალობის უფლებები („იუზერები“ ან „თქვენ“). აფილირებული პირები ნიშნავს სუბსიდიებს, დამფუძნებელ კომპანიებს, ერთობლივ საწარმოებს და ერთობლივ საკუთრებაში არსებულ სხვა კორპორატიულ პირებს. ეს ონლაინ კონფიდენციალობის პოლიტიკა („კონფიდენციალობის პოლიტიკა“) შექმნილია იმისთვის, რომ გაცნობოთ თუ როგორ ხდება Playcus-ის თამაშთან ან აპლიკაციასთან („მომსახურება“) დაკავშირებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, გამოყენება, მართვა და გარკვეულ გარემოებებში გაზიარება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონფიდენციალობის პოლიტიკის მიზანი გულისხმობს მხოლოდ მომსახურების გამოყენებით Playcus-სგან შეკრებილ ინფორმაციას.

 

მომსახურების გამოყენებით, თქვენ თანხმდებით შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მოცემულ კონფიდენციალობის პოლიტიკაში მითითებულის შესაბამისად. ჩვენ უფლება გვაქვს პერიოდულად შევცვალოთ აღნიშნული და გირჩევთ ცვლილებების გაცნობის მიზნით პერიოდუალდ შეამოწმოთ იგი.

შეგროვებული და გამოყენებული ინფორმაცია

Playcus-ის მიზანი იუზერის ინფორმაციის შეგროვებაში არის მომსახურების უზრუნველყოფა და გაუმჯობესება და იუზერებისთვის ხელშეწყობა უფრო მარტივად მოახდინონ ნავიგაცია და მომსახურების გამოყენება.

Playcus-ის ნებისმიერი თამაშის ან აპლიკაციის დაინსტალირებისას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და ჩავიწეროთ თქვენს მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია  გვერდის www.facebook.com (“Facebook”) საშუალებით და/ან სოციალური ქსელების მეშვეობით და მობილური პლატფორმებიდან, Facebook-ის და/ან სხვა სოციალური ქსელ(ებ)ის და მობილური პლატფორმების პოლიტიკის და პირობების დაცვით, მაგ: iTunes, Google Play, Amazon და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილის შესაბამისად შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის ტიპები შესაძლოა განსხვავდებოდეს აქტივობიდან გამომდინარე. ეს „პერსონალური ინფორმაცია“ განიმარტება როგორც ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თქვენთან დასაკავაშირებლად ან თქვენი იდენტიფიკაციისთვის. პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს: (1) თქვენს სახელს და გვარს, (2) თქვენი პროფილის ფოტოს ან მის URL-ს, (3) შესაბამისი სოციალური ქსელის თქვენი იუზერის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც დაკავშირებულია საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან, როგორიცაა სახელი და პროფილის სურათი (4) რეგისტრაციის დროს სოციალურ ქსელში მითითებულ ელ. ფოსტას. ამასთანავე, ჩვენ შესაძლოა თქვენგან მოვითხოვოთ ინფორმაცია (1) როდესაც შედიხართ და მონაწილეობას იღებთ მომსახურების შეტყობინების ველში (2) თქვენი ელ. ფოსტით შეტყობინების გამოგზავნა ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში (3) თქვენს მიერ ნებისმიერი ტიპის ვირტუალური პროდუქტის შეძენა (4) სხვა წყაროების, მათ შორის და არა მხოლოდ გაზეთების და საერთაშორისო წყაროების, როგორიცაა ბლოგები, მოკლე შეტყობინების სერვისები, მომსახურების სხვა იუზერების დამატება თქვენს პროფილზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვინაიდან მესამე მხარე საიტი მართავს ვირტუალური საქონლის შეძენას, რომელსაც გთავაზობთ მომსახურება, ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემებთან და გადახდის ინფორმაციასთან. 

Playcus-ს ასევე შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენს შესახებ არა პერსონალური ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით: (1) თქვენი ასაკი ან დაბადების თარიღი; (2) თქვენი სქესი; (3) ინფორმაცია თქვენს საკუთრებაში არსებული მოწყობილობის შესახებ; (4) თქვენი საყვარელი ვებ-გვერდები; (5) თქვენი ფიზიკური ადგილმდებარეობა და მოწყობილობა, რომლითაც გაქვთ წვდომა (ერთად წოდებულნი „არა პერსონალური ინფორმაცია“). თუ არა-პერსონალური ინფორმაცია გროვდება რაიმე ქმედებისთვის, რომელიც ასევე მოითხოვს პერსონალურ ინფორმაციას, Playcus-ს შეუძლია გააერთიანოს თქვენი არა პერსონალური ინფორმაცია თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან, რისი მიზანიც არის თქვენთვის იუზერის უკეთესი გამოცდილების მოცემა, მომსახურების ხარისხის და ღირებულების გაუმჯობესება და ჩვენი მომსახურების გამოყენების გაცნობიერება.

მომსახურება ასევე იწერს თამაშის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი მაღალი ქულები ან თამაშის სესიის ხანგრძლივობა.

ზემოთ აღწერილის შესაბამისად შეგროვებული ინფორმაციის გარდა, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება ჩვენი მომსახურების მეშვეობით, როგორიცაა თამაშები ან შეტყობინებები. თქვენს მიერ სხვა მოთამაშეებთან შესრულებული ნებისმიერი მოქმედება ითვლება საჯაროდ და სრულად თქვენს დისკრეციაშია.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი სახელი, პროფილის სურათი, ელ. ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, იმისთვის, რომ გაცნობოთ ახალი პროდუქტის გამოსვლის შესახებ, გამოგიგზავნოთ მომსახურების შეტყობინებები და მივიღოთ თქვენგან უკუკავშირი და კომენტარები. ასეთი ელ. ფოსტის შეტყობინებები მოიცავს ლინკებს უკეთესი მართვისთვის და თუ საჭიროა მოგეწოდებათ ლინკები, საიდანაც შეგიძლიათ მიუთითოთ რომ  აღარ გსურთ ელ. ფოსტაზე შეტყობინებების მიღება.

და ბოლოს, მომსახურების ნებისმიერ დროს გამოყენებისას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ერთიანი ინფორმაცია, მათ შორის და არა მხოლოდ ინტერნეტ პროტოკოლის მისამართები, ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ენა, გამოსაყენებელი / გამოსასვლელი გვერდები და URL-ები, პლატფორმის ტიპი, დაწკაპუნებების რაოდენობა, დომეინის სახელები, ჩამოსატვირთი გვერდები და ამ გვერდების მოწყობა, კონკრეტულ გვერდებზე ყოფნისას დახარჯული დრო და ამ აქტივობის თარიღი და დრო („ერთიანი ინფორმაცია“). ამ ერთიან ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ ჩვენი სერვისის თქვენს ინტერესებზე უკეთ მოსარგებად, რათა უკეთ ვუზრუნველყოთ მომხმარებლების მხარდაჭერა და მომსახურების გაუმჯობესება. 

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი სახელი, პროფილის სურათი და თამაშის შესახებ ინფორმაცია თქვენს მეგობრებთან საკომუნიკაციოდ, რომლებიც ასევე დაკავშირებულნი არიან მომსახურებასთან, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ ამ ვებ-გვერდის ქვედა უკიდურეს ნაწილში. ჩვენ ასევე უფლება გვაქვს თქვენს შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა მივაწოდოთ მომსახურება, გადავჭრათ მომსახურების პრობლემები და გამოვასწოროთ მომსახურებაში არსებული ხარვეზები, მოვახდინოთ თქვენთან კომუნიკაცია, მოგაწოდოთ სარეკლამო და პრომო ინფორმაცია მომსახურებასთან დაკავშირებით და თქვენს მიერ მომსახურების გამოყენების გასაუმჯობესებლად. თუმცა, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს არ ვაძლევთ დამოუკიდებლად ინფორმაციის გაზიარების უფლებას. მესამე მხარეებთან ჩვენი საკონტრაქტო ვალდებულებებიდან და მომსახურების უზრუნველყოფის და მხარდაჭერის მიზნით ინფორმაციის გაზიარების საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოგცემთ საშუალებას აირჩიოთ ინფორმაციის გაზიარება (პერსონალურის თუ არა პერსონალურის) ამ მესამე მხარეებთან. Playcus, მისი გარკვეული პარტნიორები და მათი თითოეული კონტრაქტორი და თანამშრომელი უფლებამოსილია ნახოს ინფორმაცია, რომელაც გადასცემთ მომსახურებას, ჩვენი მომსახურების მიღების მიზნით და სხვაგვარად ამ კონფიდენციალობის პოლიტიკით განსაზღვრული პოლიტიკით დადგენილი დავალებების შესრულების მიზნით.

მონაცემებზე წვდომის და შეგროვების ყველა შემთხვევაში, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გამჟღავნდება, არ გაქირავდება, არ გაიცემა ლიზინგით, არ დაგირავდება ან სხვაგვარად ნებაყოფლობით არ გავრცელდება არა აფილირებულ მესამე მხარეებზე და გამოიყენება მხოლოდ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების სხვა გზები

თქვენ აცხადებთ და თანხმდებით, რომ ჩვენ შესაძლოა ვალდებული ვიყოთ გავამჟღავნოთ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია თუ ამას მოითხოვს კანონი ან დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი გამჟღავნება გონივრულად აუცილებელია ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, იურიდიული პროცესების შესასრულებად, მათ შორის და არა მხოლოდ გარანტიის, სასამართლოს დადგენილების, მიწერილობის ან სასამართლოს განკარგულების მოძიებით ან თქვენი უფლებების და ქონების დაცვის მიზნით ან საჯარო ინტერესების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ Playcus არ არის ვალდებული ეჭვქვეშ დააყენოს ან გამოიძიოს მის მიერ მიღებული რაიმე ასეთი გარანტია, სასამართლოს დადგენილება ან სხვა მსგავსი სახელმწიფო მოთხოვნა.

ამასთანავე, შერწყმის, შეძენის, რეორგანიზაციის, გაკოტრების ან სხვა მსგავსი მოვლენის შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს Playcus-ს სამართალმემკვიდრეს ან დანიშნულ პირს, თუ ეს ნებადართულია ან შესრულებულია შესაბამისი კანონის თანახმად.

სხვისი ინფორმაცია

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება მოგვაწოდოთ სხვა პირის პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა ელ. ფოსტის მისამართი, ისე რომ შესაძლებელი იყოს პირის მოწვევა მომსახურებაზე. ჩვენ ამ ინფორმაციას აუცილებლობის შემთხვევაში ვიყენებთ თქვენთან დასაკავშირებლად, რათა მოვიწიოთ ასეთი პირი მომსახურებაში ჩასართავად ან მომსახურებისგან მიმოწერის მისაღებად. ჩვენ შეგვიძლია ასეთი ინფორმაცია გავამჟღავნოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა განვახორციელოთ ზემოთ აღწერილი პროცესი.  

 

Cookies

cookie არის მცირე მონაცემთა შემცველი ფაილი, რომელსაც ვაგზავნით თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე, რომელიც ზოგადად გამოიყენება იუზერის კომპიუტერის სწრაფი იდენტიფიცირებისთვის და „იმახსოვრებს“ დეტალებს იუზერის ვიზიტის შესახებ, როგორიცაა თქვენი პრიორიტეტები ან იუზერის სახელი და პაროლი. მომსახურება თქვენს კომპიუტერში აგზავნის cookies, როდესაც შედიხართ ან ნახულობთ Playcus-ის თამაშის შიგთავსს. Cookie-ში მოცემული ინფორმაცია შესაძლებელია დაუკავშირდეს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რეკომენდაციების თქვენს ინტერესებზე მორგება და მომსახურების გამოყენების გაადვილება. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გათიშოთ cookies, თუმცა შესაძლოა ვეღარ შეძლოთ შესვლა ან მომსახურების მახასიათებლების გამოყენება.  

ლინკები

მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს ლინკებს სხვა ვებ-გვერდებზე. ფაქტი, რომ მომსახურება უკავშირდება ვებ-გვერდს ან წარმოადგენს რეკლამის ან სხვა ტიპის სარეკლამო ბანერს, ეს არ ნიშნავს, რომ Playcus უდასტურებს ან უფლებას აძლევს მესამე მხარეს, და რომ იგი არ არის ამ მესამე მხარის აფილირებული პირი. Playcus არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებ-გვერდების კონფიდენციალობის პოლიტიკაზე, რომელზეც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას შეხვიდეთ ჩვენი მომსახურებიდან. მომსახურებიდან გამოსვლამდე გთხოვთ წაიკითხოთ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა.

მესამე მხარის სარეკლამო განცხადებები

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მესამე მხარე სარეკლამო კომპანიები მომსახურებაზე რეკლამების განსათავსებლად. პერსონალურ ინფორმაციას არ ვაწვდით მესამე მხარე სარეკლამო კომპანიებს. ჩვენი სისტემა და მესამე მხარის სარეკლამო ტექნოლოგია შესაძლებელია რეკლამის მიზნით იყენებდეს ერთიან ინფორმაციას, არა პერსონალურ ინფორმაციას, თქვენს მყარ დისკზე არსებულ Playcus-ის cookies და თქვენს მიერ სერვისის გამოყენებას. ამასთანავე, სარეკლამო კომპანიები იყენებენ მესამე მხარის სარეკლამო ტექნოლოგიას თქვენს საიტებზე რეკლამირების მიზნით. თუ მოგეწოდებათ რეკლამები, მესამე მხარის უნიკალური cookie ან cookies შესაძლებელია განთავსდეს თქვენს კომპიუტერზე. შესაბამისად, მესამე მხარე სარეკლამო კომპანიები უფლებამოსილნი არიან მოგვაწოდონ პიქსელ „თეგები“ (რომელსაც ასევე ეწოდება „სუფთა საჩუქრები“ ან „ბიკონები“) ონლაინ რეკლამირების მართვისა და ოპტიმიზაციის მიზნით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ ბრაუზერის cookie, როდესაც ბრაუზერი შედის ვებ-გვერდზე, რომელზეც მდებარეობს „ბიკონი“ და გაიგოს თუ რომელ სარეკლამო ბანერს გადაჰყავს იუზერები მოცემულ საიტზე.

თქვენი ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა

შეგიძლიათ ნახოთ, განაახლოთ, შეასწოროთ ან წაშალოთ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია Facebook -ზე ან/და სხვა სოციალური ქსელ(ებ)ის თქვენი პროფილის გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის შეცვლის გზით. თუ ამ ინფორმაციას სრულად წაშლით, შესაძლოა თქვენი ანგარიში არა აქტიური გახდეს. თუ გსურთ რომ წავშალოთ თქვენს სისტემაში თქვენი ჩანაწერი, დაგვიკავშირდით და ვეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა, თუ კანონის ძალით არ გვეკისრება ჩანაწერის შენახვის ვალდებულება.

უსაფრთხოება

თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად მიღებული გვაქვს გონივრული ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები შემთხვევითი დაკარგვის და არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენების, შეცვლის ან გამჟავნებისგან თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ არაუფლებამოსილი მესამე მხარეები ვერასოდეს ვერ შეძლებენ ამ საშუალებების დარღვევას  ან თქვენი პერსონალური ინფორმაციის არასათანადო მიზნით გამოყენებას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ელ. ფოსტა და შეტყობინებების სისტემა არ მიიჩნევა როგორც დაცული, ამიტომ არ გირჩევთ პერსონალური ინფორმაცია გამოგზავნოთ ამ ელექტრონული საშუალებებით.

პოლიტიკა ბავშვებთან დაკავშირებით

სერვისი არ არის გათვლილი 13 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის და ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 13 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისგან. თუ შევიტყობთ, რომ ამ ასაკის ბავშვმა გამოგზავნა პერსონალური ინფორმაცია, ასეთ ინფორმაციას შეძლებისდაგვარად სწრაფად ვშლით ჩვენი ფაილებიდან.

 

დაგვიკავშირდით

კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.