©2019 by Playcus

                                                              მომსახურების პირობები

პირობების დადასტურება

მოცემული მომსახურების პირობები („პირობები“) არის კანონიერი შეთანხმება Playcus LP-ს, მის აფილირებულ პირებს („Playcus LP“ ან „ჩვენ“) და თქვენს („თქვენ“) შორის. აფილირებული პირები ნიშნავს შვილობილ კომპანიებს, დამფუძნებელ კომპანიებს, ერთობლივ საწარმოებს და ერთობლივ მფლობელობაში არსებულ სხვა კორპორატიულ პირებს. ნებისმიერი PlaycusLP თამაშის გამოყენებით ან აპლიკაციაში თამაშში შესვლით („მომსახურება“) თქვენ თანხმდებით ამ პირობებს. Playcus LP-ის http://www.playcus.com/terms-of-service/ მოცემულია საინფორმაციო მიზნებისთვის. მომსახურებაში შესვლით ან მისი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ წაიკითხეთ, გესმით და ეთანხმებით ჩვენს პირობებს. Playcus LP იტოვებს უფლებას საკუთარი დისკრეციით შეცვალოს ან გადააკეთოს ეს პირობები ნებისმიერ დროს და თქვენ თანხმდებით რომ დაეთანხმებით ასეთ მოდიფიკაციებს ან რედაქტირებას. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს, არ გამოიყენოთ სერვისი. იუზერები პასუხისმგებელნი არიან პერიოდულად გადახედონ ამ პირობებს. ცვლილებების ან განახლების შემდეგ თქვენს მიერ მომსახურების გამოყენების გაგრძელებისას თქვენ ეთანხმებით შეცვლილი პირობების გამოყენებას. თუ არ ეთანხმებით პირობებს, უბრალოდ აღარ გამოიყენოთ მომსახურება და გააუქმეთ თქვენს მიერ მომსახურების მეშვეობით გახსნილი ანგარიშები. პირობების დარღვევის შემთხვევაში, Playcus LP იტოვებს უფლებას მოგცეთ გაფრთხილება დარღვევის შესახებ ან დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ან შეაჩეროთ  ნებისმიერი ან ყველა ანგარიში, რომელიც შექმნილი გაქვთ მომსახურების დახმარებით. თქვენ თანხმდებით, რომ Playcus LP არ გიგზავნით შეტყობინებას თქვენი ანგარიშ(ებ)ის გაუქმებამდე ან შეჩერებამდე, თუმცა შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს. Playcus LP იტოვებს უფლებას უარი თქვას ნებისმიერი იუზერის მომსახურებაზე წვდომაზე მიზეზის შეტყობინების გარეშე, მათ შორის, და არა მხოლოდ პირობების დარღვევის შესახებ. თქვენ თანხმდებით, რომ Playcus LP უფლებამოსილია შეაჩეროს მომსახურება ან შეცვალოს მომსახურების კონტენტი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, თქვენთვის შეტყობინების გარეშე, რაიმე ვალდებულების კისრების გარეშე. თქვენ აცხადებთ, რომ ხართ 13 წლის ან მეტი ასაკის. თუ თქვენი ასაკი 13-დან 18 წლამდეა, თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი კანონიერი მეურვე გაეცნო და ეთანხმება პირობებს.

ინტელექტუალური ქონება/საკუთრება

ყველა მასალა, რომელიც წარმოადგენს სერვისის ნაწილს (მათ შორის, და არა მხოლოდ, დიზაინი, ტექსტები, გრაფიკა, სურათები, ვიდეო, ინფორმაცია, აპლიკაციები, პროგრამა, მუსიკა, ხმა და სხვა ფაილები, და მათი არჩევა და განთავსება) კანონით დაცულია არაუფლებამოსილი გამოყენებისგან. მომსახურების მთლიანი შიგთავსის საავტორო უფლებები დაცულია გაერთიანებული სამეფოს საავტორო უფლებების შესახებ კანონით და/ან ხვა იურისდიქციის მსგავსი კანონით. თქვენ თანხმდებით, რომ დაუშვებელია რაიმე მასალის მოდიფიცირება, კოპირება, გავრცელება, რეპროდუცირება, ხელახალი გამოცემა, ჩამოტვირთვა, გადაფხეკა, გამოფენა, პოსტზე გამოქვეყნება, გადაცემა ან გაყიდვა რაიმე ფორმით ან რაიმე საშუალებით, სრულად ან ნაწილობრივ ან სხვაგვარად, რომლებიც წარმოადგენს მომსახურების ნაწილს, თუ აღნიშნულზე არ არსებობს Playcus LP-ის აშკარა წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა შემთხვევისა თუ აღნიშნული არ ეხება თქვენი იუზერის შიგთავსს (ქვემოთ განმარტებულის შესაბამისად), რომელსაც კანონიერად აქვეყნებთ თქვენს საიტზე. მასალის სხვაგვარი გამოყენება, რომელზეც დაცულია საავტორო უფლებები, მათ შორის უნებლიე გამოყენება, საჭიროებს Playcus LP-ს წინასწარ წერილობით თანხმობას. მასალების ნებისმიერი რეპროდუქცია ან რე-დისტრიბუცია ამ პირობების დარღვევით აკრძალულია და შესაძლოა გამოიწვიოს მკაცრი სამოქალაქო ან სისხლის სამართლის სანქციები. ზოგიერთი მუსიკა დაწერილია კევინ მაკლეოდის მიერ (incompetech dot com), ლიცენზირებული Creative Commons-ის თანახმად. 3.0 creativecommons dot org/licenses/by/3.0/-ის გამოყენებით, Playcus LP და/ან მისი ლიცენზიანტები რჩებიან უფლების, სტატუსის და ინტერესის მფლობელებად, მათ შორის საავტორო უფლებების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების Playcus LP-ის მიერ მომსახურებაზე გამოქვეყნებულ ყველა მასალასთან დაკავშირებით. თქვენ ეთანხმებით, რომ საკუთრების უფლებებს მომსახურების გამოყენებით ან Playcus LP-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე ან ნებისმიერ შედეგობრივ ნამუშევარზე წვდომის შედეგად თქვენ არ იძენთ რაიმე საკუთრების უფლებას. Playcus LP განიჭებთ პერსონალურ, არა ექსკლუზიურ, არა გადაცემად, გამოხმობად, შეზღუდულ ლიცენზიას გამოიყენოთ მომსახურება მხოლოდ ნახვის და შესაბამისი მომსახურების გამოყენების მიზნით და არც ერთ შემთხვევაში რაიმე სხვა მიზნებისთვის. მომსახურეის გამოყენებაზე თქვენი ლიცენზია შეზღუდულია ამ მოცემული პირობებით.  

იუზერის კონტენტი

თქვენ თანხმდებით, რომ თქვენი ნებით აქვეყნებთ მომსახურების კონტენტს Playcus LP-ის მიერ მოწოდებული ტექნოლოგიის და იარაღების გამოყენებით. თქვენ აცხადებთ და ეთანხმებით, რომ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, გაყიდოთ, გადასცეთ ან ლიცენზია გასცეთ ამ კონტენტზე და/ან აპლიკაციაზე რაიმე გზით, რომელიმე ქვეყანაში ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით, თუ ამაზე არ გაქვთ Playcus LP-ის წერილობითი ნებართვა. თქვენ Playcus LP-ს აძლევთ უფლებას თქვენი სახელით იმოქმედოს როგორც აგენტმა, როგორც აპლიკაციის ოპერატორმა. სერვისზე ატვირთული ნებისმიერი მონაცემი, ტექსტი, გრაფიკა, ფოტო და მათი არჩევა და განთავსება (შემდგომში „იუზერის კონტენტი“), სრულად ან ნაწილობრივ, შეუზღუდავად, კომერციული, არა კომერცული და/ან პრომო მიზნებით გამოიყენება Playcus LP-ის მიერ. თქვენს მიერ ატვირთული ტექსტი, გრაფიკა ან ფოტო წარმოადგენს იმ პირის ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას, რომლისგანაც წარმოიშვება იუზერის კონტენტი. ამრიგად, იუზერები პასუხისმგებელნი არიან და Playcus LP არ არის პასუხისმგებელი იუზერების მიერ ატვირთულ ფაილებზე, პოსტზე ან სხვა მასალაზე. Playcus LP-მა შესაძლოა მოახდინოს ან არ მოახდინოს იუზერის კონტენტის რეგულირება და არ იძლევა გარანტიას Playcus LP-ის აპლიკაციით მის მიერ გამოქვეყნებული მასალის სიზუსტეზე, ხარისხზე ან მთლინობაზე. Playcus LP-ის გამოყენებით თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ შესაძლოა თქვენ წარმოადგენდეთ დარღვევის ან წინააღდმეგობის საგანს მასალასთან დაკავშირებით. თქვენ თანხმდებით, რომ Playcus LP არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი იუზერის კონტენტზე, მათ შორის და არა მხოლოდ მასში არსებულ შეცდომებზე ან მისი გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე ან ზარალზე. Playcus LP იტოვებს უფლებას ამოიღოს ან სამუდამოდ წაშალოს ნებისმიერი იუზერის კონტენტი სერვისიდან, შეტყობინების საფუძველზე ან შეტყობინების გარეშე.

ვირტუალური ვალუტები/საქონელი  

სერვისი შესაძლოა მოიცავდეს ვირტუალური, თამაშების ვალუტის შეძენის შესაძლებლობას („ვირტუალური ვალუტა“), რაც შესაძლოა საჭიროებდეს თქვენს მიერ „რეალური ფულით“ გადახდას ვირტუალური ვალუტის შესაძენად. სერვისი ასევე შესაძლოა მოიცავდეს ვირტუალურ, თამაშის ციფრულ ერთეულებს („ვირტუალური საქონელი“), რომლის შეძენა შესაძლებელია Playcus LP-დან „რეალური ფულით“ ან ვირტუალური ვალუტით. ვირტუალური ვალუტა ან ვირტუალური საქონელი Playcus LP-გან ან სხვა მხარისგან არ გამოისყიდება რეალური ფულით, საქონლით ან ფულადი ღირებულების მქონე ნებისმიერი სხვა ერთეულით. თქვენ აცხადებთ, რომ არ გაქვთ უფლება ან სტატუსი ვირტუალურ საქონელზე ან ვირტუალურ ვალუტაზე. თქვენს მიერ ვირტუალური ვალუტის და/ან ვირტუალური საქონის შეძენა არის საბოლოო და არ ანაზღაურდება, არ გადაიცვლება, არ გადაეცემა სხვას, გარდა Playcus LP-ის ერთპიროვნული დისკრეციისა. არ გაქვთ უფლება შეიძინოთ, გაყიდოთ ან გადაცვალოთ ვირტუალური ვალუტა ან ვირტუალური საქონლი სერვისის გარეთ. აღნიშნული წარმოადგენს ამ პირობების დარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის შეწყვეტა და/ან იურიდიული ქმედება. Playcus LP იტოვებს უფლებას შეცვალოს, მართოს, აკონტროლოს და/ან გაანადგუროს ვირტუალური ვალუტა და/ან ვირტუალური საქონელი საკუთარი დისკრეციით.  ვირტუალური საქონლის ფასები და ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.

ქცევის/გამოყენების წესები

Playcus LP სერვისი შესაძლოა გაწვდიდეთ საკომუნიკაციო არხებს, როგორიცაა ფორუმები, საზოგადოებასთან კომუნიკაცია ან ჩატები („საკომუნიკაციო არხები“), რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგცეთ საშუალება კომუნიკაცია დაამყაროთ სხვა სერვისის იუზერებთან. Playcus LP არ არის ვალდებული, თუმცა შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს ამ საკომუნიკაციო არხებს და იტოვებს უფლებას ნახოს საკომუნიკაციო არხებზე გამოქვეყნებული მასალები და აიღოს ნებისმიერი მასალა, ნებისმიერ დროს, საკუთარი დისკრეციით მიზეზის გაცნობით ან გაცნობის გარეშე.  Playcus LP ასევე უფლებამოსილია შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი წვდომა ნებისმიერ საკომუნიკაციო არხზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, შეტყობინების გარეშე. თქვენ თანხმდებით, რომ ჩატები, პოსტები ან გამოქვეყნებული მასალები, რომლებსაც იუზერები იყენებენ საკომუნიკაციო რხებზე, არ არის დამტკიცებული და არ კონტროლდება Playcus LP-ის მიერ და ეს კომუნიკაცია არ ითვლება რომ განხილული ან დამტკიცებულია Playcus LP-ის მიერ. Playcus LP არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი საკომუნიკაციო არხებს შიგნით აქტივობაზე.

თქვენ ეთანხმებით, რომ კომუნიკაცია საკომუნიკაციო არხებთან არის საჯარო და ამრიგად არ გევალებათ კონფიდენციალობის დაცვა თქვენს მიერ საკომუნიკაციო არხების გამოყენებასთან დაკავშირებით. Playcus LP არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციაზე, რომელსაც ირჩევთ საკომუნიკაციო არხებზე გაზიარებისთვის ან სხვა იუზერების ქმედებებისთვის.

თქვენ თანხმდებით, რომ თქვენს მიერ სერვისის გამოყენება კანონიერია და რომ თქვენ დაიცავთ იუზერის წესებს. აღნიშნულის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება ნიმუშად და არა როგორც შეზღუდვა, თქვენ თანხმდებით, რომ არ გამოიყენებთ სერვისს იმისთვის, რომ:

· განათავსოთ პოსტი, ატვირთოთ, გადასცეთ ან სხვაგვარად გაავრცელოთ უხამსი, დამამცირებელი, ვულგარული, პორნოგრაფიული, სექსუალური ან სხვაგვარად უხერხულობის გამომწვევი ინფორმაცია. 

· შეარცხვინოთ, ცილი დასწამოთ, დასცინოთ, ითაღლითოთ, დევნოთ, დაემუქროთ, შეურაცხყოთ, დაამციროთ ან დაჩაგროთ ვინმე, ზიზღის, რასის, ეთნიკური წარმოშობის ან პირის გონივრული შეხედულების გამო

· ატვირთოთ ან გადასცეთ (ან ეცადოთ ატვირთვას ან გადაცემას) ფაილები, რომლებიც შეიცავს ვირუსებს, Trojan horses, worms, time bombs, cancelbots, დამახინჯებულ ფაილებს ან მონაცემებს ან ნებისმიერ სხვა მსგავს პროგრამას ან პროგრამებს, რომელთაც შეუძლიათ დააზიანონ სერვისის ოპერირება ან სხვა იუზერების კომპიუტერები

· დაარღვიოთ ნებისმიერი მხარის საკონტრაქტო, პერსონალური, ინტელექტუალური ან სხვა უფლებები, მათ შორის სერვისის მეშვეობით ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებით, ატვირთვით, გადაცემით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობით, ნებისმიერი გზით, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას, სასაქონლო ნიშანს, პატენტს, სავაჭრო საიდუმლოებას ან ნებისმიერი მხარის სხვა უფლებას (მათ შორის კონფიდენციალობის ან საჯაროობის უფლებები)

· ეცადოთ მოიპოვთ პაროლები ან სხვა პირადი ინფორმაცია სხვა წევრებისგან

· არასათანადოდ გამოიყენოთ დამხმარე არხები ან საჩივრების ღილაკები Playcus LP-სთვის ცრუ ანგარიშების გაგზავნს მიზნით

· შექმნათ, გაავრცელოთ ან საჯაროდ აცნობოთ „ავტომატური“ „პროგრამების“, „მაკრო“ პროგრამების ან სხვა „ჩატის გარემოს“ ან აპლიკაციების სხვა წევრებს შესაბამისი ლიცენზიის ხელშეკრულების დარღვევით.

· გამოიყენოთ, გაავრცელოთ ან საჯაროდ აცნობოთ ნებისმიერი თამაშის სხვა წევრებს თამაშის შეცდომის, არასწორი მონაცემის ან უკანონო თვალთვალის შესახებ, რომელიც განიჭებთ უსამართლო უპირატესობას

· დაარღვიოთ შესაბამისი კანონები და რეგულაციები ან რეკლამა გაუწიოთ ან ხელი შეუწყოთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას, მათ შორის თუმცა არა მხოლოდ ჰაკერობას, გატეხვას ან გაყალბებული პროგრამის გავრცელებას.

კონფიდენციალობა და პერსონალური ინფორმაციის დაცვა

თქვენგან შეკრებილი ინფორმაცია ექვემდებარება შესაბამის სოციალური ქსელის პოლიტიკას. სერვისის გამოყენებით შესაძლოა მოგენიჭოთ სოციალური ქსელის ნებართვა ელ. ფოსტის მისამართი და ნებისმიერი სხვა პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია  გაუზიაროთ Playcus LP-ს. თქვენი ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების შესახებ გთხოვთ იხილოთ Playcus LP-ის კონფიდენციალობის პოლიტიკა. თქვენ აცხადებთ და ეთანხმებით, რომ კონფიდენციალობის პოლიტიკა წარმოადგენს ამ პირობების ნაწილს.

 

 

გარანტიის განაცხადი; ვალდებულების შეზღუდვა

თქვენ თანხმდებით, რომ სერვისს იყენებთ მხოლოდ თქვენი რისკით. კანონით ნებადართულის შესაბამისად,   Playcus LP, მისი აფილირებული პირები, ოფიცრები, დირექტორები, თანამშრომლები და აგენტები აცხადებენ და იძლევიან გარანტიას, გამოხატულს და აშკარას ვებ-გვერდთან და თქვენს მიერ მის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის ნაგულისხმევ გარანტიებს სტატუსთან, ვარგისიანობასთან, კონკრეტული მიზნისთვის მორგებულობასთან ან დაურღვევლობასთან, სიზუსტესთან, უფლებამოსილებასთან, სისრულესთან, გამოყენებასთან და დროულობასთან დაკავშირებით. Playcus LP არ იძლევა გარანტიას ან არ აკეთებს განცხადებას სერვისის და სერვისთან რაიმენაირად დაკავშირებული საიტების კონტენტის სიზუსტესტან ან სისრულესთან დაკავშირებით; Playcus LP არ კისრულობს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას (i) შინაარსის შეცდომებზე, ხარვეზებზე ან უზუსტობაზე, (ii) პერსონალურ დაზიანებაზე ან ქონების დაზიანებაზე, ნებისმიერი სახის, რომელცი გამომდინარეობს თქვენს მიერ სერვისზე წვდომის ან გამოყენებიდან; (iii) ჩვენი დაცული სერვერების და/ან ნებისმიერი და ყველა პერსონალური ინფორმაციის და/ან მასში მოცემული ფინანსური ინფორმაციის ნებისმიერ არაავტორიზებულ წვდომაზე ან გამოყენებაზე (iv) სერვისზე ან მისგან გაადტანისას ნებისმიერ წყვეტაზე ან შეჩერებაზე, (v) ნებისმიერი ვირუსების, ტროიანების ან მსგავსის გადაცემაზე სერვისით და/ან (vi) ნებისმიერ შეცდომაზე ან გადაცდომაზე, ნებისმიერი შინაარსის ან ნებისმიერ ზიანზე ან ზარალზე, ნებისმიერი სახის, რომელიც გამოწვეული იქნება გამოქვეყნებული, მეილით გაგზავნილი, გადაცემული ან სხვაგვარად მიწოდებული შინაარსის შედეგად ან რომელიც სხვაგვარად გახდა ხელმისაწვდომი სერვისის საშუალებით.

Playcus LP, მისი აფილირებული პირები, ოფიცრები, აგენტები, კონტრაქტორები, პარტნიორები და თანამშრომლები არც ერთ შემთხვევაში არ არიან პასუხისმგებელნი თქვენს ან მესამე პირების წინაშე რაიმე სპეციალურ, პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, განსაკუთრებულ, საჯარიმო ან შედეგობრივ ზიანზე, მათ შორის მოგების დანაკარგზე ან მონაცემების დაკარგვაზე, რაც ეფუძნება გარანტიას, კონტრაქტს, გარიგებას ან სხვა იურიდიულ თეორიას და  მიუხედავად იმისა Playcus LP-მა იცის თუ არა ამ ზარალის შესაძბელობის შესახებ. პასუხისმგებლობის აღნიშნული შეზღუდვა გამოიყენება შესაბამისი იურისდიქციის კანონით ნებადართული სრული მასშტაბით.  თქვენ განსაკუთრებით აცხადებთ, რომ Playcus LP არ არის ვალდებული იუზერის მიერ გაგზავნილ მასალაზე ან მესამე მხარის დისკრიმინაციულ, დანაშაულებრივ ან უკანონო ქცევაზე და ზიანის ან დაზიანების რისკზე, რომელიც სრულად გეკისრებათ თქვენ. 

თქვენ თანხმდებით, რომ დაიცავთ Playcus LP-ს და თითოეულ მისი აფილირებულ პირს, დირექტორებს, ოფიცერს, აგენტებს, კონტრაქტორებს, პარტნიორებს და თანამშრომლებს, ნებისმიერი ზიანისგან, ვალდებულებისგან, მოტხოვნისგან, პრეტენზიისგან, დაზიანებისგან, ხარჯების და დანახარჯებისგან, მათ შორის ადვოკატის გონივრული ხარჯებისგან, რომლებიც გამომდინარეობს შემდეგიდან ან მასთან დაკავშირებით (i) თქვენს მიერ სერვისზე წვდომა ან მისი გამოყენება; (ii) თქვენს მიერ სერვისის პირობების დარღვევა; (iii) თქვენს მიერ მესამე მხარის უფლებების დარღვევა, მათ შორის შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი საავტორო უფლების, ქონევრივი ან კონფიდენციალობის უფლების; (iv) ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც გამოიწვია ერთ-ერთმა თქვენმა იუზერის მასალით მესამე მხარისთვის მიყენებულმა ზიანმა; ან (v) ნებისმიერი კონტენტი, რომელსაც აქვეყნებთ ან აზიარებთ სერვისის მეშვეობით.

 

ზოგადი

სერვისის გამოყენებით ან მასზე შესვლით თქვენ თანხმდებით, რომ გაერთიანებული სამეფოს კანონების თანახმად, კანონთა კონფლიქტის პრინციპების მიუხედავად, უპირატესობა ენიჭება სერვისის ამ პირობებს ნებისმიერ დავასთან ან გაუგებრობასთან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას თქვენსა და Playcus LP-ს შორის. ნებისმიერი მოთხოვნა ან დავა თქვენსა და Playcus LP-ს შორის, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ წარმოიშვება თქვენს მიერ სერვისის გამოყენების შედეგად, გადაწყდება მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში მდებარე კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს მიერ და ამასთანავე თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა დათქმასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში მიმართავთ გაერთიანებული სამეფოს ორგანოებს. Playcus LP იტოვებს უფლებას ეს პირობები შეცვალოს ნებისმიერ დროს და შეტყობინების გარეშე და თქვენ პასუხისმგებელი ხართ ცვლილებების დადგენის მიზნით ამ პირობების გადახედვაზე. თქვენს მიერ Playcus LP-ის გამოყენება ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ნიშნავს თქვენს თანხმობას და დასტურს შეცვლილ პირობებზე. თქვენ და Playcus LP თანხმდებით, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც წარმოიშვება ან ეხება სერვისს, უნდა დაიწყოს მოქმედების მიზეზის დადგომიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში, ქმედების  ასეთი მიზეზი სამუდამოდ დაიხურება.